სიახლეები/განცხადებები   მიიღეთ მონაწილეობა დავების საბჭოს წევრების შერჩევაში!
17.11.2011

526

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 3 წევრის შერჩევის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს განცხადებების მიღებას 2011 წლის 18 ნოემრიდან 2011 წლის 6 დეკემბრამდე. საბჭოს წევრის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას.

წარმოსადგენი კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • განათლება – უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური;

თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

განცხადებების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა. შერჩევისას მოწვეულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები თავადვე შეარჩევენ მათთვის მისაღებ 3 კანდიდატს. საბოლოოდ, საბჭოს წევრად აირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას.

შერჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2011 წლის 9 დეკემბრისა. დამატებითი ინფორმაცია  ეცნობებათ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა საბჭოს ყველა  წევრისთვის.

2011 წლის განმავლობაში განხილულია 52 საჩივარი.

 

საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge

ტელ: 214 88 87