სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
29.06.2015
   
 
2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები.
 
კონკურსის მოდულის შესახებ მეთოდური მითითებები, საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულის გამოყენების გზამკვლევი, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს საიტზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, რათა კონკურსის გამოცხადებით დაინტერესებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს სათანადო დახმარება როგორც მეთოდური, ასევე ელექტრონული სისტემის ახალი სერვისების მოხმარების კუთხით.