სიახლეები/განცხადებები   მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
22.08.2013

1325

 

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
მუნიციპალური განვითარების ფონდის რეგიონალური პროექტების საინფორმაციო გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფაზე


მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონალური განვითარების პროგრამების ფარგლებში გეგმავს ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას. ამ პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ვიზიტორების ინფორმაციულ უზრუნველყოფას, რისთვისაც იგეგმება თემატური ვებ-პორტალებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა.

თუ თქვენ, ან თქვენს კომპანიას გაქვთ ვებ-დიზაინის, ვებ-პროგრამირების, ონლაინ კონტენტის მართვის, სოციალურ მედიაში მარკეტინგული საქმიანობის; Android და iOS პლატფორმებზე მობილური აპლიკაციების შექმნის; საინფორმაციო კიოსკების განთავსებისა და მართვის გამოცდილება, გიწვევთ აღნიშნული მომსახურების განხორციელებაზე ინტერესის გამოსახატავად.

ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს წერილობით ან ელექტრონული ფორმით, არა უგვიანეს 2013 წლის 29 აგვისტოს 18:00 საათისა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მგფ-ს შესყიდვების განყოფილებაში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, 10:00-დან 18:00 საათამდე; ტელ: + 99532 2437001, შიდა ნომერი: 407, ირაკლი ფარესიშვილი, შესყიდვების სამმართველოს უფროსის მ/შ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ბ-ნი ელგუჯა ხოკრიშვილი, მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო ტელ: +99532 2437001ან/02/03/04
ფაქსი: +99532 2437077;
ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge