სიახლეები/განცხადებები   მოწვევა პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობაზე
06.01.2015
  
 
საქართველოს მთავრობის 31.12.2014 წლის #755 დადგენილებით დამტკიცებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.

შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები: შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, ფაქტობრივი მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. #10, ს/კ: 205140257, სს საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი bagage22, ა/ა GE69BG0000000887448300, ტელ.: 2 20 73 12, email: m.giorgadze@scc.ge.
შესასყიდი საქონლის დასახელება: ბეტონი B-30
შესასყიდი საქონლის რაოდენობა: 4500მ3
შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება: 810 000 (რვაასათი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე;
შესასყიდი საქონლის მიწოდების ადგილი: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთი (დარიალის ხეობა);

პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა: წინადადების წარდგენა ხდება დალუქული კონვერტით, ქართულ ენაზე, არაუგვიანეს 2015 წლის 13 იანვრის 1200 საათამდე შემდეგ მისამართზე თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #10;

საკვალიფიკაციო  მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა, წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი.

დოკუმენტაციის გატანის წესი, ადგილი და ვადა: დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია შემსყიდველისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე შემდეგი მისამართიდან: თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #10 არაუგვიანეს 2015 წლის 9 იანვრის 1800 საათამდე.