სიახლეები/განცხადებები   მსოფლიო ბანკის დელეგაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
04.12.2014

1926

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის განვითარების პერსპექტივებს, გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობას მიეძღვნა შეხვედრა მსოფლიო ბანკის აზერბაიჯანის ოფისის შესყიდვების უფროს სპეციალისტთან ფერნანდო დიიპალისთან და მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისის წარმომადგენელთან სანდრო ნოზაძესთან. შეხვედრა სააგენტოს შენობაში 2 დეკემბერს გაიმართა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო ცენტრის ოთახები და აღჭურვილობა, გაეცნენ სწავლების პროგრამების მთავარ მიმართულებებს და დღეისათვის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო  სასწავლო ცენტრის დაფინანსების შესაძლებლობებს და გამოცდილების გაზიარებას აღნიშნული მიმართულებით.

სამომავლოდ დაიგეგმა აზერბაიჯანელი კოლეგების მოწვევა გამოცდილების გაზიარების მიზნით.