სიახლეები/განცხადებები   პროფილაქტიკური სამუშაოები
02.06.2014

1586

 

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 2014 წლის 6 ივნისის (პარასკევი) 21:00 საათიდან 2014 წლის 8 ივნისის  (ორშაბათი) 09:00 საათამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში - სისტემა) იმუშავებს შეფერხებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რათა თვიდან იქნას აცილებული შესაძლო პრობლემები. შეგახსენებთ, რომ მითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.