სიახლეები/განცხადებები   რეკომენდაცია არანაკლებ EURO 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის (PPM 50-ზე ნაკლები) გატანა - სითხის სახი
03.01.2014

1487

 

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ არანაკლებ EURO 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელი (PPM 50-ზე ნაკლები) (შემდგომში - EURO 4 დიზელი), გატანა - სითხის სახით - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 4 დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად  დააფიქსირებს იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.91 ლარად (3 000 ლიტრზე მეტის ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით) ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ. ელექტრონული პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან ბაზრის კვლევის შედეგად უფრო ძვირი ფასის დადგენის შემთხვევაში, ვიდრე CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (რომპეტროლ საქართველო) ფასია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 4 დიზელის  შესყიდვა სითხის სახით უნდა მოახდინოს CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.91 ლარად ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ და შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებით ტრანსპორტირების პირობით.