სიახლეები/განცხადებები   რეკომენდაცია 2014 წლის იანვარში ევროდიზელის, დიზელის და ევრორეგულარის შესყიდვასთან დაკავშირებით
03.01.2014

1490

 

1. არანაკლებ EURO 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის (PPM 50-ზე ნაკლები) გატანა - სითხის სახით 2014 წლის იანვრის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნითიმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ არანაკლებ EURO 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელი (PPM 50-ზე ნაკლები) (შემდგომშიEURO 4 დიზელი), გატანა - სითხის სახით - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 4 დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად  დააფიქსირებს იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.91 ლარად (3 000 ლიტრზე მეტის ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით) ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ. ელექტრონული პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან ბაზრის კვლევის შედეგად უფრო ძვირი ფასის დადგენის შემთხვევაში, ვიდრე CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (რომპეტროლ საქართველო) ფასია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO დიზელის  შესყიდვა სითხის სახით უნდა მოახდინოს CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.91 ლარად ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ და შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებით ტრანსპორტირების პირობით.

 

2. დიზელის (PPM 50 და მეტი) გატანა - ავტოგასამართი სადგურიდან 2014 წლის იანვრის  საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნითიმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ დიზელი (PPM 50 და მეტი) (შემდგომშიდიზელი), გატანა - ავტოგასამართი სადგურიდან - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად  დააფიქსირებს იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  1.90 ლარი ერთი ლიტრი დიზელის სანაცვლოდ. ელექტრონული პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან ბაზრის კვლევის შედეგად უფრო ძვირი ფასის დადგენის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის (გატანა ავტოგასამართი სადგურიდან) შესყიდვა უნდა მოახდინოს CON140000010 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი") არაუმეტეს 1.90 ლარად ერთი ლიტრი დიზელის სანაცვლოდ.  

 

3. არანაკლებ EURO 3 სტანდარტის შესაბამისი ბენზინის (ოქტანობა არანაკლებ 92) 2014 წლის იანვრის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით

 

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნითიმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ არანაკლებ EURO 3 სტანდარტის შესაბამისი   ბენზინი (ოქტანობა არანაკლებ 92) (შემდგომში - EURO 3 რეგულარი) - საწვავის ამ სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 3 რეგულარის ნაცვლად, უნდა მოახდინონ იგივე მოცულობის პრემიუმის შესყიდვა ავტოგასამართი სადგურიდან და სითხის სახით CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "ლუკოილ ჯორჯია") არაუმეტეს 1.85 ლარად ერთი ლიტრი პრემიუმის სანაცვლოდ, ამავე კონსოლიდირებული ტენდერის პირობებისა და წესის თანახმად. იმ შემთხვევაში თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებისთვის შესაძლებელია უფრო იაფი საწვავის შესყიდვა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ავტორიზებული ავტომანქანების ნორმალური ექსპლოატაცია და ექსპლოატაციის პროცესში თავიდან იქნება აცილებული დაზიანების საფრთხე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული პროცედურის ან ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე იაფ ფასად, რომელიც მინიმუმ ერთი თეთრით ნაკლები უნდა იყოს CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (შპს"ლუკოილ ჯორჯია") მიერ შემოთავაზებულ პრემიუმის ფასზე (1.85 ლარი) მოახდინოს საწვავის შესყიდვა ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით.