სიახლეები/განცხადებები   საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების შედეგი
15.02.2013

1120

 

უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000009) გაიმარჯვა / ,,გიორგი კანდელაკივესტა“–, რომლის მიერ შემოთავაზებული საბეჭდი ქაღალდის ,,Double A”- 1 შეკვრის (500 ფურცელი) ფასი შეადგენს 5,73 ლარს. 

პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000010) გაიმარჯვა შპს ,,კანც პაპერმა“, რომლის მიერ შემოთავაზებული საბეჭდი ქაღალდის ,,Copy&Laser”–ის 1 შეკვრის (500 ფურცელი) ფასი შეადგენს 5,41 ლარს.  

ზემოაღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერების შედეგები სავალდებულო წესით ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო ორგანოს ფორმით რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე, გარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.

ყველა სხვა შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის შედეგები, უფლებამოსილია მიმართოს უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000009) და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000010) შესაბამისი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის მიწოდებაში გამარჯვებულ მიმწოდებლებს საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით შესყიდვის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში,  საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის წინასწარი თანხმობა ან/და კომისიისთვის რაიმე სახის მიმართვა საჭირო არ არის.

შესაბამისი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია 2013 წლის 16 თებერვლიდან და მისი მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2013 წლის 30 აპრილს.