სიახლეები/განცხადებები   საინფორმაციო შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან
17.09.2014

1725

 

19 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში (თელავის ქ. #20 ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მართავს შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესსექტორისა და  საქართველოში აკრედიტებული უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ახალი ინიციატივების შესახებ.

შეხვედრის მთავარი მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ჩართულობის ამაღლება. ასევე,  მოწვეული სტუმრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების,  ელექტრონული შესყიდვების სისტემისა და პროცედურების გაცნობა; ასევე, ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.