სიახლეები/განცხადებები   საინფორმაციო შეხვედრა საოფისე ავეჯის მიმწოდებლებთან
11.11.2013

1419

 

სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიიმდინარე თვის განმავლობაში გეგმავს თავისი ადმინისტრაციული შენობის ავეჯით სრულად მოწყობის (დაახლოებით 1500 მ2) მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას. ავეჯის შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის პირობების განხილვისა და მიმწოდებლების მოსაზრებების მოსმენის მიზნით, სააგენტოში (ქ. თბილისი პეკინის ქ. #28, მე-4 სართული) ა/წ 13 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
საოფისე ავეჯის მიწოდების სფეროში ანალოგიური გამოცდილების (არანაკლებ იგივე ფართობის შენობის ავეჯით მოწყობა) მქონე მიმწოდებლებს (თითო წარმომადგენელი თითოეული მიმწოდებლის მხრიდან) ვთხოვთ მობრძანდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისათვის.