სიახლეები/განცხადებები   სასწავლო ცენტრში ტრენინგების მეორე ნაკადის სწავლება იწყება
13.11.2014

1842

 

2014 წლის 17 ნოემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იწყება ტრენინგების ციკლის „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ მეორე ნაკადის სწავლება.

სწავლება გამიზნულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესყიდვების სპეციალისტებისათვის. ტრენინგის მონაწილეები წარმოდგენილი იქნებიან სამ ჯგუფად, სულ 45 მსმენელის შემადგენლობით.

პირველ და მეორე ნაკადში ჯამში გადამზადდება 93 შესყიდვების სპეციალისტი, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.  მათ შორის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისა და  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლების გამგეობების წარმომადგენლები.

სწავლების ხანგრძლივობაა ათი დღე. მსმენელთათვის ტრენინგი უფასოა. ტრენინგის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

ტრენინგებს უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, მიყევით ბმულს: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10&info_id=1784