სიახლეები/განცხადებები   სატენდერო კომისიის 2013 წლის 13 ივნისის რეკომენდაციების დაზუსტება
26.06.2013

1280

 

2013–2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის 2013 წლის 13 ივნისის სხდომის N4 ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციების (რეკომენდაციები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10&info_id=1269) შესრულების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა სატენდერო კომისიაში საშტატო ნუსხების (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეების), ასევე თანამშრომლებზე (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე) და არათანამშრომლებზე გაცემული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=1276.

შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიაში შესაბამისი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ სწორედ მითითებული ფორმის (ექსელის დოკუმენტი) მეშვეობით ელ ფოსტაზე: mobile2013@spa.gov.ge. სხვა სახით და საშუალებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ განიხილება.