სიახლეები/განცხადებები   „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთ
26.12.2014
 
 
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“  „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს“ 2014 წლის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს მიერ შესყიდვის განხორცილებისას გამართული ტენდერის მონაწილეს ან მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სატენდერო კომისიის ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ არსებულ „შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში“ თუ მას მიაჩნია, რომ ტენდერის ჩატარებისას  დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ 2014 წლიდან მონაწილეობას იღებს და აკვირდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საბჭოში თითოეული საჩივრის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვით, მაქსიმალური გამჭვირვალობის პირობებში, რაც დადებითად აისახება საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ხარისხსა და დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობის კუთხით საერთო სასამართლოების განტვირთვის პროცესზე.

ასოციაცია 2015 წელს კვლავ განაგრძობს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ არსებულ„შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს“ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვაზე დაკვირვებას და მოუწოდებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესის თითოეულ ასპექტზე მონიტორინგის განხორციელებაში.

http://www.gyca.ge/ge/page/news_item/a-a-ip-saqartvelos-axalgazrda-konstitucionalistta-asociacia-saxelmwifo-sesyidvebis-saagentosi-sesyidvebtan-dakavsirebuli-davebis-ganxilvis-sabwos-2014-wlis-saqmianobas-dadebitad-afasebs-qartuli-kanonm