სიახლეები/განცხადებები   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანების ჩანაცვლება
13.02.2013

1111

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით - ორ ნაწილად.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, ავტომანქანების საერთო ღირებულება შეადგენს:

ნაწილი I - 1 237 500 (ერთი მილიონ ორას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი. ინფორმაცია ავტომანქანების მწარმოებელი ფირმის, გამოშვების წლებისა და გარბენის შესახებ მოცემულია დანართში N1;

ნაწილი II - 721 000 (შვიდას ოცდაერთი ათასი) ლარი. ინფორმაცია ავტომანქანების მწარმოებელი ფირმის, გამოშვების წლებისა და გარბენის შესახებ მოცემულია დანართში N2.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეულ ნაწილში შემდეგი ხვედრითი წილის შესაბამისად:

  • სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები - საერთო რაოდენობის 80%;
  • მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები - საერთო რაოდენობის 20%.

ინფორმაცია ჩანაცვლების პროცედურის ფარგლებში სამინისტროსთვის მოსაწოდებელი ავტომანქანების ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მოცემულია დანართებში N3 და N4.

ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების    განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას.

დაინტერესებულ პირებს ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერების საშუალება ექნებათ 2013 წლის 19 თებერვალს, 15 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქუჩა N20, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:       577 196619 - გიორგი ირემაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

შესყიდვების დეპარტამენტი