სიახლეები/განცხადებები   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანების ჩანაცვლების პროცედურაში მონაწილე პირთა საყურადღებოდ
21.02.2013

1125

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სთხოვს დაინტერესებულ პირებს, 2013 წლის  27 თებერვლის 18 საათამდე წარმოადგინონ ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე მყოფი  ძვირადღირებული მანქანების ჩანაცვლების პროცედურასთან დაკავშირებული კონკრეტული შემოთავაზებ(ებ)ის შესახებ.

შემოთავაზებ(ებ)ი წარმოდგენილი უნდა იქნეს პროცედურის I და II ნაწილებზე ცალ-ცალკე, თითოეულ ნაწილზე შემდეგი პროპორციით:

  • სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები - საერთო რაოდენობის 80%;
  • მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები - საერთო რაოდენობის 20%.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:       577 196619 - გიორგი ირემაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი