სიახლეები/განცხადებები   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანების ჩანაცვლება
18.10.2013

1391

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული და სხვა მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

ინფორმაცია ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოცემულია დანართში N1.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების სახეობისა და რაოდენობის შესახებ. ჩანაცვლება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც თითოეული ავტომანქანისათვის ცალ-ცალკე, ასევე, რამდენიმესათვის ერთად.

მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა შესთავაზოს პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა, დანართ #2-ში ასახული ტექნიკური პარამეტრებით.

ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების    განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობასა და უკეთეს ტექნიკურ პარამეტრებს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577 196619 - გიორგი ირემაძე. ელ.ფოსტა: giremadze@mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

შესყიდვების დეპარტამენტი