სიახლეები/განცხადებები   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ძვირადღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრან
18.03.2013

1166

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული

ავტომანქანების ჩანაცვლება

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით - 10 (ათი) ნაწილად.

ინფორმაცია ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოცემულია დანართში N1.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეული ნაწილთვის ცალ-ცალკე.

მიმწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს შემდეგი  სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

  •   სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები
  •   მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები

ინფორმაცია ჩანაცვლების პროცედურის ფარგლებში სამინისტროსთვის მოსაწოდებელი ავტომანქანების ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მოცემულია დანართებში N2 და N3.

ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების    განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:       577 196619 - გიორგი ირემაძე

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

შესყიდვების დეპარტამენტი