სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა
12.12.2011

542

 

2011 წლის 8 დეკემბერს არასამთავრობო  ორგანიზაციებმა შეარჩიეს 3 წევრი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში.

შერჩევა ხმათა უმრავლესობით განხორციელდა შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:

  • ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია;
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
  • კოალიცია ევროპული საქართველოსათვის, პანევროპული საქართველო;  
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;  
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;  
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია;  
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი ნდობა;
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.

არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ იქნენ:  გიორგი კოტრიკაძე (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე);  ნიკოლოზ ნანუაშვილი (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი) და დავით ჯაიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანი).

დავების განხილვის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურები ა.წ. 18 ნოემბერს დაიწყო და  6 დეკემბრამდე გაგრძელდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას  შეეძლო.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, კანონმდებლობის თანახმად, პარიტეტულ პრინციპებზე დაკომპლექტებულია სამი არასამთავრობო სექტორისა და სამი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელისგან. საბჭომ 2011 წლის განმავლობაში 52 საჩივარი განიხილა.