სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს ორი ახალი წევრი შეირჩა
16.05.2013

1229

 

2013 წლის 14 მაისს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს ორი ახალი წევრი იქნა არჩეული - უჩა სეთური (IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და გიორგი კოტრიკაძე (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე).

 

შერჩევის პროცედურები 2013 წლის 11 აპრილს დაიწყო და 2013 წლის 14 მაისამდე გაგრძელდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას  შეეძლო.

 

კანდიდატურა შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა:

 

1.      ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი;

2.      ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა უფლებების დაცვის ასოციაცია;

3.      ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

4.      საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია;

5.      JTI Caucasus LLC;

6.      ნავთობკომპანიების ქართული ასოციაცია;

7.      ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია.

შერჩევაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ბიზნეს ასოციაციამ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხმათა უმრავლესობით დავების საბჭოს წევრად, ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა ორი წევრი.