სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა შერჩევა
01.09.2014

1711

 

2014 წლის 2 სექტემბერს 12:00 სთ-ზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენობაში (მისამართი: თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. #8) გაიმართება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა  შერჩევა.

დავების საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება 2014 წლის 29 აგვისტოს დასრულდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს/არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო.

კანდიდატურა ცხრა ორგანიზაციამ წარმოადგინა. ესენია: ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი, ა(ა)იპ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და კვლევის ცენტრი.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო პარიტეტულ პრინციპებზეა დაკომპლექტებული სამოქალაქო/არასამთავრობო სექტორის სამი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი წარმომადგენლისგან.

შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ კანდიდატს.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრის საქმიანობა:

საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით.

საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს 

დამოუკიდებლადმათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგანმისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუქის ქ. #8

www.spa.ge