სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
30.09.2014

1736

 

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის  N11  ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“,  რომლის შესაბამისად:

შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის ქმედების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 15 დღეში.

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შინაგანაწესის შესაბამისად, სააგენტოში სამუშაო დრო იწყება 09:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე, საჩივრის წარდგენა საბჭოში შესაძლებელია 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა.