სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა კონფერენციაზე „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოება“ (GITI 2010) საუკეთესო IT- ინოვაციად დასახელდა.
სისტემის ავტორი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო GITI 2010-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „ყველაზე
წარმატებული IT–ინოვაცია, რომელმაც დახვეწა ბიზნეს პროცესები“.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით შექმნა. სისტემის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების ყველა პროცედურა ელექტრონულად იმართება. ახალი სისტემა უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და სატენდერო პროცედურებში მონაწილეთა დროის და ფინანსების დაზოგვას. ყველა სატენდერო პროცედურა ტარდება გამჭვირვალედ
და პრაქტიკულად გამორიცხავს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობას. 2010 წლის პირველი დეკემბრიდან ყველა სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონულად განხორციელდება.
სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 10-12 ნოემბერს გაიმართა და წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „პარტნიორობა ინოვაციების, კონკურენტუნარიანობისა და კიბერ
უსაფრთხოებისთვის". კონფერენცია, რომელშიც 20 ქვეყნის 250 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, 12 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 15 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო IT პროექტების ავტორები.