სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტრენინგ–ცენტრებთან მემორანდუმი გააფორმა
26.11.2010

191

 

    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 26 ნოემბერს 6 ტრენინგ-ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად ტრენინგ-ცენტრები უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსის „სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მოხმარების წესი" ორგანიზებას და ჩატარებას შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, პოტენციური მიმწოდებლებისათვის და სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი სხვა პირებისათვის.

    2010 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მოქმედმა 5 ათასამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა ჩაატაროს.

     შემსყიდველი ორგანიზაციების, მიმწოდებლების და სხვა დაინტერესებული პირების სწავლებას, მემორანდუმზე ხელმომწერი შემდეგი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ:

    მემორანდუმის ხელმოწერამდე აღნიშნულ ტრენინგ-ცენტრებს ჩაუტარდათ 3-დღიანი ინტენსიური ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

     მემორანდუმის თანახმად, ტრენინგები უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების (სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, ვიდეო გაკვეთილები და სხვ.) შესაბამისად.

     აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსის გავლა ნებაყოფლობითია. იგი ეხება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის გამოყენების მხოლოდ ტექნიკურ მხარეს და არ მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ რაიმე სახის სამართლებრივ კონსულტაციებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პასუხს არ აგებს ტრენინგ-ცენტრების მიერ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაწეულ კონსულტაციაზე.

     ტრენინგის სრული კურსის გავლის შემთხვევაში, ტრენინგ-ცენტრებს უფლება აქვთ გასცენ კურსის გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.