სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს დავების განხილვის საბჭოს წევრთა 2014 წლის შერჩევას
04.06.2014

1589

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს სამი წევრის  შერჩევის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იწყებს განცხადებების მიღებას 2014 წლის 5 ივნისიდან 2014  წლის 20 ივნისამდე.

საბჭოს წევრის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გათვალისწინებული პროცესების ზოგადი ცოდნა;

უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;

კანდიდატი შესაძლებელია წარმოადგენდეს სამოქალაქო სექტორს ან/და ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას.

საბჭოს წევრის კანდიდატის თაობაზე, განცხადებების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა.

შერჩევის თარიღი დამატებით გამოცხადდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება მასში მონაწილეობის უფლება.

შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ დავების საბჭოს წევრობის მათთვის მისაღებ  ერთ კანდიდატს.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრის საქმიანობა:

საბჭოს წევრი აირჩევა 1 წლის ვადით.

საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგან. მისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge

www.spa.ge

 www.procurement.gov.ge