სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონული ჟურნალის გავრცელებას იწყებს
17.11.2014

1856

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონული ჟურნალის გავრცელებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ კომუნიკაციის გააქტიურებისა და ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლებთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით მიიღო.

ყოველთვიურ ელექტრონულ გამოცემაში მკითხველს საშუალება ექნება,  გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ახალ ამბებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს, ტენდერების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს.

e-Newsletter- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი შიდა ელექტრონული ფოსტის დახმარებით მიიღებს.

ასევე, ნებისმიერ მსურველს  საშუალება ექნება გამოიწეროს და ელექტრონულ ფოსტაზე მიიღოს e-Newsletter.

ელექტრონული ჟურნალი  e-Newsletter განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.spa.ge

იმედი გვაქვს, რომ ელექტრონული ჟურნალი მკითხველს საინტერესო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს გახდის როგორც ერთიან ელექტრონულ სისტემას, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობას.