სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმერეთისა და გურიის რეგიონების შემსყიდველებს შეხვდა
19.05.2014

1579

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

2014 წლის 17 მაისს სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტისდემოკრატიული მმართველობა საქართველოშიწარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

მრგვალი მაგიდის თემა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზების მონიტორინგი,  კონსოლიდირებული ტენდერი,  რა პრობლემებს აწყდებიან შემსყიდველი ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობა, თეთრი სია, შავი სია და სხვა დაკავშირებული საკითხები იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი, სააგენტოს ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე და იმერეთისა და გურიის რეგიონებში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

აღნიშნული რეგიონის შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და შეხვედრამაც აქტიური დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, განხილული იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა საინტერესო და პრობლემური საკითხი, რომლებიც იმერეთი-გურიის რეგიონის სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მსგავსი ღონისძიება უკვე გამართა ქვემო ქართლის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონის შემსყიდველებთან, ივნისის პირველ რიცხვებში კი ანალოგიური შეხვედრა  აჭარის რეგიონში ჩატარდება, რითიც დასრულდება საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრების პირველი ციკლი. 

        

საკონტაქტო პირი:

ეკა გაბადაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

კომუნიკაციების მენეჯერი

მობ : +995 577 24 44 54

თბილისი, 0160, პეკინის 28

egabadadze@procurement.gov.ge

www.procurement.gov.ge