სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო რეგიონის შემსყიდველებთან შეხვედრებს აწყობს
15.04.2014

1530

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო, რომლებიც ეტაპობრივად გაიმართება კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურია-იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

შეხვედრების მთავარი თემები სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები და სხვა დაკავშირებული საკითხებია. მათ შორის: რა პრობლემებს აწყდებიან შემსყიდველი ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას; სიახლეები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში; შავი და თეთრი სია; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები; სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზები; კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ წარმომადგენლები.