სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შიდა ქართლის რეგიონის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეხვდა
14.04.2014

1528

 

2014 წლის 12 აპრილს ქ. გორში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან ერთად შიდა ქართლის  საზღვრებში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მრგვალი მაგიდის თემა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები და სხვა დაკავშირებული საკითხები იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი სოფიკო ბერიშვილი, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი  კონსტანტინე გუგეშაშვილი, ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი და შიდა ქართლის  საზღვრებში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გორის, კასპის, ქარელის გამგეობების, გორის თავდაცვის სამისინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის,  ბაღების გაერთიანებები, უნივერსიტეტების საჯარო სკოლების და სხვა ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიმართ ინტერესი და მხარეების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს დაგეგმილი, რომლებიც უახლოესი ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად გაიმართება კახეთის, ქვემო ქართლის, გურია-იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.