სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული გეგმა
09.01.2013

1064

 

გაცნობებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგების გამარტივების და დახვეწის მიზნით, შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ელექტრონული სახით წარდგენისათვის შესაბამისი მოდული (PLAN). აღნიშნული მოდული განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (tenders.procurement.gov.ge).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდგომ, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ ზემოაღნიშნული მოდულის (PLAN) მეშვეობით გეგმის წარდგენის ვალდებულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაეცნოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ელექტრონული სახით წარდგენის მოდულს (PLAN).