სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
17.03.2017
   
 
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 13 მარტს წარმოდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 13 მარტის №45 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №2517), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA160025095 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2016 წლის 19 ოქტომბრის №280 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.