სიახლეები/განცხადებები   სისტემაში Excel-ის ფორმატის დოკუმენტების განთავსების შესაძლებლობა
06.12.2013

1448

 

დღეიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია Excel-ის ფორმატის დოკუმენტების განთავსება. შემსყიდველ ორგანიზაციებს რეკომენდაცია ეძლევათ სამშენებლო სამუშაოების (CPV45100000 - CPV45400000) შესყიდვის მიზნით, ასევე პრეისკურანტის მეშვეობით მომსახურების (CPV50100000 - CPV50300000, CPV50700000, CPV51700000,  CPV55500000, CPV66500000) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგებნელი დოკუმენტი - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ატვირთონ Excel-ის დოკუმენტის სახით. თავის მხრივ, მიმწოდებლებს შესაძლებლობა აქვთ აღნიშნულ ტენდერებში მათი სატენდერო წინადადების მთავარი შემადგენელი დოკუმენტი - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) წარადგინონ Excel-ის დოკუმენტის სახით.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, როგორც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ასევე პრეისკურანტის მეშვეობით მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების შერჩევა/შეფასების დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ტექნიკური ხასიათის შეცდომები და უზუსტობები, რაც PDF ფორმატის დოკუმენტის შემთხვევაში საკმაოდ ხშირ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, მიმწოდებლებს გაცილებით გაუმარტივდებათ ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვის) შევსება და წარდგენა სისტემის მეშვეობით  

ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) Excel-ის ფორმატის დოკუმენტის სახით ატვირთონ დოკუმენტის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) შემდგომი რედაქტირების უფლების შეზღუდვით. აღნიშნული შეზღუდვის ტექნიკურად განხორციელების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვიდეო გაკვეთილში, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=SN52rfJziQQ&feature=youtu.be