სიახლეები/განცხადებები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
28.04.2011

333

 

დღეიდან სისტემაში შესაძლებელია ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პრეისკურანტის (შესყიდვის ობიექტების ერთეულების ფასების ჩამონათვალი) მეშვეობით გამოცხადება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას (შესყიდვის ობიექტების ერთეულების ჯამური ღირებულება), ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველშიშესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.