სიახლეები/განცხადებები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27.06.2012

842

 

N3/2928–12 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის განჩინების აღსრულების მიზნით, 2012 წლის 27 ივნისიდან ,,შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტაო“–ს შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7 ივნისის N233 განკარგულების მოქმედება შეჩერებულ იქნა N3/2928–12 საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ამავე პერიოდით  შპს სადაზღვევო კომპანია ,,ტაო” (საიდენტიფიკაციო კოდი: 202408386) ამოღებულ იქნა შავი სიიდან.