სიახლეები/განცხადებები   სოფლის 81 ამბულატორიის მშენებლობა, მოწვევა ღია კარის დღეზე
21.10.2013

1393

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრის #01-25/ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნული დაწესებულებები უნდა ახორციელებდნენ ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატრიურ მზრუნველობას. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ), გეგმავს სოფლის ამბულატორიების მოწყობას, რომლის შესყიდვაც მოხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით.

მგფ იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ღია კარის დღეზე, რომელიც ჩატარდება 2013 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, . თბილისი, . აღმაშენებლის გამზ. #150, მე-3 სართული, ოთახი #316.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მგფ-ს შესყიდვების განყოფილებაში, 10:00-დან 18:00 საათამდე; ტელ: + 99532 2437001 ან 02/03/04, შიდა ნომერი: 418, გიორგი ბულეიშვილი, შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი. ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge