სიახლეები/განცხადებები   ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საბანკო მომსახურებ
13.02.2013

1115

 

 

       ს.ს.ი.პ ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საბანკო მომსახურების მიღების მიზნით.

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1.1 გლობალური სარეიტინგო სააგენტოების Standard & Poor’s (S&P), Fitch Ratings  ან  Moody`s სისტემის მიხედვით ბანკს მინიჭებული უნდა ქონდეს არანაკლებ  B კატეგორია;

1.2 არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

1.3 ცნობა საჯარო რეესტრის სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ არის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა.

2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა   წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

2.1 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

2.2 ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2.3 ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ არის   საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა;

2.4 ინფორმაცია ქალაქებში განთავსებული სერვისცენტრების  და/ან ბანკომატების შესახებ  მათი მისამართების მითითებით;

2.5  გლობალური სარეიტინგო სააგენტოების Standard & Poor’s (S&P), Fitch Ratings  ან  Moody`s სისტემის მიხედვით ბანკისათვის მინიჭებული შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე  განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი  ვალდებულია  უზრუნველყოს:

3.1 ბიუროს ელექტრონული გადარიცხვების მოდულის ინტეგრირება კომერციული ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის სისტემაში (მათ შორის სახელფასო მოდულის ინტეგრირება საბუღალტრო პროგრამა „ორისთან“ ან „ორისი“-დან ექსპორტირებულ ფაილთან);

3.2 ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებების საფასურის გადახდის სისტემის აწყობა (ბილინგი);

3.3 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში, მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ N84, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ 10,93 კვადრატული მეტრ ფართში, განათავსოს ბანკის სერვის-ცენტრი/განყოფილება;

3.4 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობებში განათავსოს  ბანკომატები (შეთანხმებული რაოდენობით).

3.5 კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვისცენტრი ან ბანკომატი  შემდეგ ქალაქებში: თბილისი,  რუსთავი,  ქუთაისი,  გორი,  ბათუმი, გურჯაანი.

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.

დაინეტერესებულ  პირებს   საკონკურსო  დოკუმენტაცია გადაეცემათ  განცხადების გამოქვეყნებიდან 2013 წლის  18 თებერვლის ჩათვლით 18 საათსა და 30 წუთამდე შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ # 84, საკონტაქტო პირები: თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 832 2 25 84 84 (1139),  ნატალია მეტრეველი, ტელ: 577 344 325,  2 25 84 84 (11 30 )

წინადადებები მიღება იწარმოებს 2013 წლის 19 თებერვლის 10:00 საათიდან. კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დალუქული კონვერტით, 2013 წლის 20 თებერვლის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N84.

საკონკურსო პირობები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით და  შესაბამისი პრიორიტეტულობის კოეფიციენტებით:

#

შეფასების კრიტერიუმი

პრიორიტეტულობის კოეფიციენტი

1

მიმდინარე  სალარე და სავალუტო ანგარიშებზე დარიცხული სარგებელი 

60 %

2

საოპერაციო მომსახურების ტარიფები

10 %

3

სახელფასო პროგრამის ტარიფები

30 %

სულ: 100 %

შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროს საშტატო რიცხოვნობის,  წლიური სახელფასო ფონდის და  უკანასკნელი ერთი წლის  (2012 წელი) შემოსავლების შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში;

საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2013 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84.

საკონკურსო წინადადების გახსნის შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო დოკუმენტაციით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირი: თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 832 2 25 84 84 (1139), ნატალია მეტრეველი ტელ: 577 344 325, 832 2 25 84 84 (1130).