სიახლეები/განცხადებები   ტენდერები ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფისათვის
25.01.2013

1091

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს  საქართველოს სხვადასხვა რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა მრავალწლიანი ტენდერების ჩატარების გზით.

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ მონაცემებს და ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, 2013 წლის 30 იანვარს, 12 საათზე მობრძანდეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (თბილისი, გენერალ კვინიტაძის ქუჩა N20) აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვის მიზნით.

  • შესყიდვის ობიექტია საქართველოს სხვადასხვა რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:

ა) სამხედრო მოსამსახურეთა დღეში სამჯერად კვებას;

ბ) საკვების მრავალფეროვნებას, რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას;

გ) მომსახურების განხორციელებას მიმწოდებლის კუთვნილი პროდუქტით;

დ) პროდუქტის ტრანსპორტირებას და შენახვას პირობების მკაცრი დაცვით;

ე) უზრუნველყოფას მომსახურე პერსონალით;

  • მომსახურების გაწევის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
  • მომსახურების გაწევის ადგილი - მომსახურება უნდა განხორციელდეს ტერიტორიული პრინციპის დაცვით, შემდეგ ლოკაციებზე:

ა) ტენდერი N1 - თბილისი, მცხეთა, საგურამო, ბაზალეთი, კრწანისი;

ბ) ტენდერი N2 - გორი, ქარელი, ხაშური, ახალციხე;

გ) ტენდერი N3 - ვაზიანი, ალგეთი, მარნეული, საგარეჯო, თელავი, გაჩიანი, დედოფლისწყარო;

დ) ტენდერი N4 - ქუთაისი, ხონი, საჩხერე;

ე) ტენდერი N5 - სენაკი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი;

ვ) ტენდერი N6 - სპეცდანიშნულება (თბილისი, მუხროვანი, ბათუმი, ბოლნისი).   

  • მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამზარეულო ინვენტარის შევსება, მოვლა-პატრონობა, შეკეთება;
  • შენობა-ნაგებობების რემონტის, შენახვისა და კომუნალურ ხარჯებს უზრუნველყოფს შემსყიდველი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:      599 000670 - კახაბერ სირაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

შესყიდვების დეპარტამენტი