სიახლეები/განცხადებები   ტრენინგების მეშვიდე ეტაპი დაიწყო
07.06.2016
  
 
ტრენინგების მეშვიდე ეტაპი დაიწყო
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო ტრენინგების მეშვიდე ეტაპი დაიწყო. სწავლება დასრულდება 17 ივნისს.  სახელმწიფო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების შესყიდვების კუთხით დასაქმებული 56 სპეციალისტი ათი დღის განმავლობში გაივლის „სახელმწიფო შესყიდვების კურსს“.

სწავლების დაწყებამდე მსმენელებს ჩაუტარდათ პრეტესტირება. ათდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.