სიახლეები/განცხადებები   ტრენინგი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ქ. თბილისის მერიის მოსამსახურეთათვის
17.12.2014

1948

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი აცხადებს  მიღებას სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე  „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ქ.თბილისში განთავსებული სახელმწიფო დაწესებულებების: სამინისტროების, ცენტრალური ხელისუფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ქ. თბილისის მერიის, ასევე, ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული სსიპ - ების, ააიპ -ებისა და სხვა სახელმწიფო  უწყებების   მოსამსახურეთათვის   


ვისთვის არის ეს კურსი? 

სასწავლო პროგრამის განხორციელებისას შემოთავაზებული კურსი სახელმწიფო შესყიდვების თემატიკაზე, განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს შესყიდვებს სახელმწიფო სექტორის უწყებებში და სურს მიიღოს შესაბამისი ცოდნა, ასევე აიმაღლოს  კვალიფიკაცია.

 

 

რას ვისწავლით? 

·       სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი მიმოხილვა: სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო;

·       რელევანტური ნორმატიული აქტები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;

·       დღგ-ს ფაქტორი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში;

·       შესყიდვის საშუალებების ზოგადი მიმოხილვა;

·       სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესი;

·       სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი;

·       ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები);

·       სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა  და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი;

·       შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, გეგმის რეგისტრაცია - ePLAN მოდულში, მონეტარული ზღვრები, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან,შესყიდვების გეგმის კორექტირება;

·       გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

·       შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში, ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები;

·       შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები);

·       ანგარიშგება - CMR მოდულის გამოყენება და ანგარიში ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე.

·       სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისი ფუნქციები, მოვალეობები;

·       შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მოთხოვნების განსაზღვრა;

·       სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება;

·       ტენდერის განსაკუთრებული შემთხვევა, ერთობლივი, ორ ეტაპიანი ტენდერები და ალტერნატიული ტენდერი;

·       სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა;

·       ოქმების/შეტყობინებების შედგენა/სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;

·       შავი და თეთრი სია;

·       კონსოლიდირებული ტენდერი;

·       კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება;

·       დავების საბჭო, მისი ფუნქციები, მოვალეობები, განხილვის პროცედურები და გადაწყვეტილებები.

 

 

ტრენერები

 

ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 40 სთ.

ტრენინგის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 2 თებერვალი - 4 მარტი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა16 იანვარი

ტრენინგი ჩატარდება: კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 10.00 სთ.-დან 13.00 სთ.-მდე.

ტრენინგის დაწყებისთანვე მსმენელებს დაურიგდებათ სასწავლო მასალები.

ტრენინგის დასასრულს მოხდება მსმენელთა სერტიფიცირება.

სამუშაო დღის განმავლობაში მოეწყობა ერთი ყავის შესვენება.

ტრენინგს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 

 

მსმენელთა საყურადღებოდ!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგზე დაშვებული იქნებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს მიერ ანკეტაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  წერილობით მომართვას და სასწავლო ცენტრის თანამშრომელი თქვენი ტრენინგში მონაწილეობის თაობაზე დაგიდასტურებთ სატელეფონო შეტყობინებით. 

 


განაცხადის ფორმა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი

თბილისი, 0113
რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა #8

ტელ.:  577  24 44  28 

E-mail: training.center@spa.ge

www.procurement.gov.ge

www.spa.ge