სიახლეები/განცხადებები   ტრენინგი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის
25.09.2014

1733

 

სასწავლო პროგრამის პირველ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი, აცხადებს  ადგილობრივი თვითმმართველობის     მოსამსახურეთა  მიღებას სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე  „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“

  

ვისთვის არის ეს კურსი?

 სასწავლო პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კურსი სახელმწიფო შესყიდვების თემაზე, განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულში და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია.

  

რას ვისწავლით? 

  • სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი მიმოხილვა: სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო;
  • რელევანტური ნორმატიული აქტები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;დღგ-ს ფაქტორი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში;
  • შესყიდვის საშუალებების ზოგადი მიმოხილვა;
  • სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესი;
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი;
  • ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები);
  • სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა  და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი;
  • შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, გეგმის რეგისტრაცია - ePLAN მოდულში, მონეტარული ზღვრები, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან,შესყიდვების გეგმის კორექტირება;
  • გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
  • შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში, ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები;
  • შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები);
  • ანგარიშგება - CMR მოდულის გამოყენება და ანგარიში ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე.
  • სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისი ფუნქციები, მოვალეობები;
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მოთხოვნების განსაზღვრა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება;
  • ტენდერის განსაკუთრებული შემთხვევა, ერთობლივი, ორ ეტაპიანი ტენდერები და ალტერნატიული ტენდერი;
  • სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა;
  • ოქმების/შეტყობინებების შედგენა/სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
  • შავი და თეთრი სია;
  • კონსოლიდირებული ტენდერი;
  • კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება;
  • დავების საბჭო, მისი ფუნქციები, მოვალეობები, განხილვის პროცედურები და გადაწყვეტილებები.

 

ტრენერებ

 ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

 ტრენინგის ხანგრძლივობა: 40 სთ.

ტრენინგის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 15 -24 ოქტომბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა8 ოქტომბერი

ტრენინგი ჩატარდება: კვირაში ხუთჯერ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ.-დან 15:00სთ.-მდე

ტრენინგის დაწყებისთანვე მსმენელებს დაურიგდებათ სასწავლო მასალები.

ტრენინგის დასასრულს მოხდება მსმენელთა სერტიფიცირება.

სამუშაო დღის განმავლობაში მოეწყობა ერთი ყავის შესვენება და ლანჩი.

ტრენინგს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

დარეგისტრირდი აქ

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი

თბილისი, 0113

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა #8

ტელ.:  57724 44 28

E-mail: training.center@spa.ge

www.procurement.gov.ge

www.spa.ge