სიახლეები/განცხადებები   ტრენინგცენტრის პირველი ნაკადის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
24.10.2014

1771

 

24 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ტრენინგების პირველი ნაკადის მსმენელების სწავლება დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობების შესყიდვების 48 სპეციალისტმა გაიარა ათ დღიანი ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსში“.

დღესვე მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ სერთიფიკატები გადასცა.

მსმენელებმა დადებითად შეაფასეს სწავლების კურსი და ტრენერები.

აკაკი ორბელაძე (ქ. ქუთაისის მერიის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი): ეს ტრენინგი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობების შესყიდვების სპეციალისტებისთვის სრულიად უფასოდ ჩაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტრენინგებს უძღვებოდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სააგენტოდან. ძალიან კმაყოფილი ვარ, აბსოლუტურად გაამართლა ჩემმა მოლოდინმა, ეს ათი  დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, დიდი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე.

მანანა ბალიაშვილი (ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია):  ტრენინგები საკმაოდ მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩაგვიტარეს, მათთან აქამდე სატელეფონო კონტაქტი გვქონდა, ეხლა პირადად გავიცანით. გამოცდილება გაგვიზიარეს, ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ ბევრი პრობლემური საკითხი და დაგვეხმარნენ მათ გადაწყვეტაში. ძალიან მაღალი დონის სწავლება გავიარეთ და ეს კურსი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში მეორე ნაკადის სწავლება ნოემბერში იგეგმება.