01.07.2011

406

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ აღწერილობაში  სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის (მაგ: intel-ის პროცესორი; LG-ის მონიტორი) მითითება.  ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა.

კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. 2011 წლის მონაცემებით, ასეთი დარღვევის გამო დაჯარიმებულია 10 შემსყიდველი ორგანიზაცის სატენდერო კომისიის 34 წევრი. თითოეული პირის მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.