სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
06.03.2012

675

 

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში და ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 22– მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოთ 2010–2011 წელს ერთ პირთან მოლაპარაკების/გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება დანართი №1–ის შესაბამისად და შემდგომში მათი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 2012 წლის 30 მარტამდე. ამასთან, სისტემაში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები, რის შემდგომაც მოგეცემათ შესაძლებლობა განათავსოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია სისტემაში. ამასთან დაკავშირებით დამატებით გეცნობებათ.     

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. ეს ინფორმაცია რაიმე სხვა სახით (წერილობით, ელექტრონული ფოსტით და ..) არ მიიღება.

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  

 

დანართი №1

  • შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
  • შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
  • შესყიდვის საშუალება
  • შესყიდვის ობიექტი (CPV კოდი)
  • მიმწოდებლის დასახელება
  • მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი
  • ხელშეკრულების ნომერი (№)
  • ხელშეკრულების ჯამური ღირებულება
  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა
  • დაფინანსების წყარო
  • არის თუ არა ხელშეკრულება მრავალწლიანი (კი/არა)
  • ხელშეკრულების დადების საფუძველიკანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ხელშეკრულება (დასკანერებული)