სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.06.2011

397

 

2011 წლის 24 ივნისიდან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებისთვის შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური (შემდგომში – საფასური) უნდა გადაიხადოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. შესაბამისად უნდა გაუქმდეს გაზეთ „24 საათთან“ დადებული ხელშეკრულებები ამავე გაზეთში სატენდერო განცხადების გამოქვეყნების შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავად უზრუნველყოფს სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებას. საფასურის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით, გარდა იმ ტენდერებისა, სადაც წინადადება არც ერთ პრეტენდენტს არ წარუდგენია. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთ პრეტენდენტს არ წარუდგენია წინადადება – საფასურის ოდენობა განისაზღვრება 25 ლარით. შეწყვეტილი ტენდერის შემთხვევაში საფასური შეადგენს 50 ლარს.

თუ შემსყიდველი ორგანიზაცია 30 დღის ვადაში არ გადაიხდის საფასურს, ამ ვადის გასვლის შემდეგ მას შეეზღუდება სისტემის მეშვეობით ახალი ტენდერის გამოცხადების უფლება დავალიანების დაფარვამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესში.