სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.06.2011

398

 

2011 წლის 24 ივნისიდან საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებისთვის შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა გადაიხადონ საფასური 10 ლარის ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

თუ შემსყიდველი ორგანიზაცია 30 დღის ვადაში არ გადაიხდის საფასურს, ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია არ განთავსდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე დავალიანების დაფარვამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესში.