სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
26.09.2014

1735

 

2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზებისა და მოსამზადებელი პროცესების წარმართვის მიზნით, გთხოვთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბრამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:

ა) 2015 წლის სავარაუდო მოთხოვნა ნავთობპროდუქციაზე (საწვავზე), სახეობების მიხედვით

ბ) 2015 წლის სავარაუდო მოთხოვნა პერსონალურ და პორტაბელურ კომპიუტერებზე

გ) 2015 წლის სავარაუდო მოთხოვნა ფიჭურ სატელეფონო მომსახურებაზე

დ) 2015 წლის სავარაუდო მოთხოვნა პირველი და უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ქაღალდზე.

კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი სწორად დაგეგმვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოგვიდგინოთ მაქსიმალურად დაზუსტებული ოდენობების მითითებით თანდართული ექსელის ცხრილების სახით (Sheet 1;  Sheet 2; Sheet 3; Sheet 4).

ცხრლის ფორმა იხილეთ ბმულზე.

იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთაც წინა შეტყობინებების საპასუხოდ უკვე წარმოადგინეთ ინფორმაცია კომპიუტერების 2015 წლის საჭიროებების თაობაზე, გთხოვთ, ხელახლა მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ორგანიზაცია არ გეგმავს რომელიმე პროდუქტის შეძენას 2015 წელს, გთხოვთ, აუცილებლად გამოგვიგზავნოთ შეტყობინება, რომელშიც საქონელზე ან მომსახურებაზე მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში ცხრილების შესაბამის ველებში მითითებული იქნება „0“.

გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ორივე ელეტრონულ მისამართზე:

 kkadagidze@spa.ge

oil2014@spa.gov.ge