სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
19.02.2015
  
 
2015-2016 ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. თანდართული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N3 შემდეგ ბმულზე.), შპს „მაგთიკომი“ 2015 წლის 17 თებერვლამდე აღუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციებს 2014 - 2015 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის (CON140000016) ფარგლებში გაუქმებულ ინტერნეტმომსახურების შესაბამის მოცულობებს, გამოხატულს მეგაბაიტებში, 2015 წლის 1 ივლისამდე სარგებლობის ვადით.   


კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის განუხრელად დაცვის მიზნით, ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები  მეგაბაიტების არამიზნობრივი დაგროვების აღმოფხვრისა და ინტერნეტ მომსახურების  მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ადეკვატური ოდენობით შეძენის უზრუნველსაყოფად.


ვინაიდან შპს „მაგთიკომი“ 2015 - 2016 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის (CON140000016) ფარგლებში განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციების სააბონენტო ნომრებზე 2016 წლის 31 იანვრის მდგომარეობით არსებული გაუხარჯავი ინტერნეტმომსახურების მოცულობის (გამოხატულს შესაბამის მეგაბაიტებში) გაუქმებას  (ოქმი N3, პუნქტი 2), შემსყიდველმა ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ ეს გარემოება და მიიღონ შესაბამისი ზომები სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად.