სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავ
14.01.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით!

კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გვსურს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
  1. როგორც თქვენთვის ცნობილია,  პრემიუმის ტიპის საწვავის 2015 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი იყო შპს „ლუკოილ ჯორჯია“, ხოლო 2016 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „რომპეტროლ საქართველომ“.
პრემიუმის 2015 წლის სატენდერო დოკუმენტაციის 5.6 პუნქტის თანახმად, აგაისისტემის კომპონენტები წარმოადგენს მიმწოდებლის საკუთრებას, რომელსაც იგი დროებით, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საფასურის გარეშე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციებს მათ ავტორიზებულ ავტომანქანებზე დამონტაჟების გზით. მიმწოდებელმა არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს შემსყიდველი ორგანიზაციის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებულიაგაისისტემის კომპონენტის დემონტაჟი, რისთვისაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებულ გონივრულ ვადაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებულიაგაისისტემის კომპონენტის მიმწოდებლისთვის უკან დაბრუნების მიზნით. „აგაისისტემის კომპონენტების დაზიანების შემთხვევაში ან მიმწოდებლისათვის უკან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებელს აუნაზღაუროს აღნიშნული კომპონენტის საინვოისო ღირებულება.
სატენდერო დოკუმენტაციის 5.7 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს მიმწოდებელთან (მაგ. გამოყოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, შეათანხმოს ვადები და ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობა, რიგითობა და სხვა საკითხები) „აგაისისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით.
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა და ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაიგზავნა შეტყობინება, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია აგაი სისტემის დემონტაჟის შესახებ.
გთხოვთ, შეასრულოთ სატენდერო დოკუმენტაციით დაკისრებული თქვენი ვალდებულება „აგაი“ სისტემის დემონტაჟთან დაკავშირებით და დროულად მიმართოთ შპს „ლუკოილს“, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი პროცედურების დროული და შეუფერხებელი განხორციელება.
აგაი სისტემის კომპონენტების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, მიმწოდებელს აუნაზღაუროს აღნიშნული კომპონენტის საინვოისო ღირებულება.
  1. სატენდერო კომისია ასევე მოგმართავთ თხოვნით, დროულად მიმართოთ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საწვავის დროული და შეუფერხებელი მიწოდების მიზნით პლასტიკური ბარათებითა და აგაი სისტემით აღჭურვა.
  2. ნავთობპროდუქციის (საწვავის) სატენდერო დოკუმენტაციის 5.8 პუნქტის შესაბამისად, აგაი სისტემის გარეშე (ნომრიანი და უნომრო პლასტიკური ბარათების ან/და ტალონების მეშვეობით) შესყიდვისას, შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციასა და სატენდერო კომისიას შორის შეთანხმება ხორციელდება oil2016@spa.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული შეთანხმების წარდგენა შესაძლებელია რაოდენიმე თვის საჭიროებაზე ერთად, თუმცა მიმდინარე ეტაპზე, შეთანხმება ხდება მხოლოდ ერთი თვის (იანვრის) საჭიროებაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სააგენტო და IT დეპარტამენტი ახორციელებს აღნიშნული ტიპის შეთანხმებების წარმოებისათვის კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge ახალი მოდულის დანერგვას, რათა შესაძლებელი გახდეს ამ პროცედურის გამარტივება, სისტემატიზირება და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თებერვლისა და შემდგომი თვეების საჭირო რაოდენობის შეთანხმება განახორციელოთ აღნიშნული სისტემის მეშვეობით, რომლის დანერგვის დასრულებისთანავე გეცნობებათ (მისი მოხმარების წესთან ერთად) ერთიანი ელექტრონული სისტემის შეტყობინებებისა და ე.წ. ფარდის სახით. 
გთხოვთ იხილოთ სატენდერო კომისიის რეკომენდაცია აგაი სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვისას შესაბამისი მეთოდების გამოყენების თაობაზე (რაშემთხვევაში უნდა იქნეს მოთხოვნილი ნომრიანი ბარათები, უნომრო ბარათები და ტალონები) და გაითვალისწინოთ იგი კომისიისადმი მოთხოვნის წარდგენისას.  
 
  1. სატენდერო დოკუმენტაციების 5.9 პუნქტის შესაბამისად, გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურის (აგს) 15 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებისას საწვავის არაგამარჯვებულისაგან  შემთხვევაში, შეთანხმება შემსყიდველ ორგანიზაციასა და სატენდერო კომისიას შორის ასევე ხორციელდება oil2016@spa.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული შეთანხმების წარდგენა ხორციელდება ყოველთვიურად, მხოლოდ 1 თვის ვადით, ყოველ ჯერზე გასატანი საწვავის რაოდენობაზე.  ზემოაღნიშნულ საკითხებზეც კომისიასთან შეთანხმება თებერვლიდან იწარმოებს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge. აღნიშნულ სისტემაში შესაბამისი მოდულის დანერგვის შესახებ ასევე გეცნობებათ (მისი მოხმარების წესთან ერთდ) მისი დასრულებისთანავე, ერთიანი ელექტრონული სისტემის კერძო შეტყობინებებისა და ე.წ ფარდის სახით.