სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
22.02.2013

1116

 

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 17 იანვარს განხორციელდა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“, რომლის თანახმადაც, მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული და ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაწყება დაუშვებელია შესაბამისი გეგმის ამ წესის მიხედვით ePLAN-ში რეგისტრაციამდე. გეგმის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში ePLAN-ის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისა. ასევე, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ გეგმების რეგისტრაცია ePLAN-ში ამ წესის მიხედვით, არა უგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა“. 

დამატებით გაცნობებთ, რომ 2013 წლის 15 თებერვლის შემდგომ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეიზღუდება ტენდერის გამოცხადების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ePLAN-ის მოდულში და შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ მოახდენს ტენდერის გამოცხადებას ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ასევე, შეზღუდვა გავრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ გეგმით არ არის გათვალისწინებული ის CPV კოდი, რომელზეც ცხადდება ტენდერი. 

ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემსყიდველ ორგანიზაციებზე, რომლებიც გეგმას წარმოადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.

 

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო