სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
14.08.2013

1330

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განეკუთვნება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება/ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი და სხვა.) ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, როგორც შუალედური, ასევე საბოლოო მიღება–ჩაბარებისათვის და ანგარიშსწორების განხორციელებისათვის, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული საექსპერტო დასკვნ(ებ)ის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში.

ასევე შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

    კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო